ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრი იხსნება

17 მარტი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრი იხსნება

ა(ა)იპ “სპეციალური სერვისები” ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გახსნასა და მეეზოვის დღეს ერთად აღნიშნავს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 18 მარტს, 13:00 საათზე, ავტოქარხნის #53-ში საზეიმოდ გაიხსნება (ა)იპ “სპეციალური სერვისების” ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი.

“თავშესაფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ახლა დასრულდა. აღნიშნულ თავშესაფარს საქართველოში ანალოგი არ აქვს. ასევე, ადგილზე გაიმართება მეეზოვის დღე.

“სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ღონისძიებაზე ყველა დაინტერესებულ პირს ეპატიჟება,”- ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: თავშესაფარიკონკურსი / ანონსი