ქუთაისის მერიის კედელზე არსებულმა ძეგლმა, რომელსაც „მზეჭაბუკი“ ქვია, საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა თითქმის არავინ იცოდა მისი სახელწოდება და ისტორია.
როგორც „ნიუპრესისთვის“გახდა ცნობილი, მონუმენტი შენობის კედელზე 1980-იან წლებში განათავსეს. ძეგლი სოციალური შრომის ლიდერების მემორიალის ნაწილს წარმოადგენს.
იმ პერიოდში აღნიშნულ ადგილზე საგამოფენო სივრცე იყო.
ძეგლების სიმრავლის გამო „მზეჭაბუკი” კედელზე განთავსდა.
