სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი მდინარე ტეხურაში იპოვეს. სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ დაუდასტურა, რომ გარდაცვლილის ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს და სახლში გადაასვენეს.
მაშველები 8 წლის ბავშვს მდინარეში რამდენიმე კვირაა ეძებდნენ. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი 23 თებერვალს გაუჩინარდა.
როგორც ცნობილია, შსს-მ აღნიშნულ საქმეზე ერთი პირი დააკავა. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლითაა აღძრული, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას.
სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
25 მარტი, 2017 • ნიუპრესი • 1
თეგები: ბავშვი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები