ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ტურისტული ცენტრი რამდენიმე დღეში გაიხსნება

27 მარტი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის ტურისტული ცენტრი რამდენიმე დღეში  გაიხსნება

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 3 აპრილს გაიხსნება, ინფორმაციას ქუთაისის მერიაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. აცხადებენ, რომ თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

ნიუპრესის ინფორმაციით, ღონისძიებას, შესაძლოა, ქვეყნის პირველი პირები დაესწრონ.

ტურისტული ცენტრის გახსნა სამუშაოების გაჭიანურების გამო რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა ამ ეტაპზე ყველა სამუშაო დასრულებულია და ცენტრი გახსნისათვის მზად არის.

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი იქნება.

ცენტრის წინ არსებულ სკვერში ღია ბიბლიოთეკის მოწყობა იგეგმება, სკვერში უფასო ინტერნეტი და ტელეფონების დასამუხტი წერტილები განთავსდება.

ტურისტული ცენტრი რუსთაველის# 9 ში მდებარე 4 სართულიან შენობაშია განთავსებული. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,პარმაღიმ“ 162 000 ლარში შეასრულა.

თეგები: ტურისტული