ქუთაისში, 31 მარტს ოპერისა და ბალეტის თეატრში, კომპოზიტორ ნოდარ ნიკოლაიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. კომპოზიტორს მოღვაწეობის 50-ე საიუბილეო თარიღი უსრულდება. საავტორო კონცერტი 18:00 საათზეა დაგეგმილი. ღონისძიებაში მონაწილეობას ნუგზარ კვაშალი, ზურაბ დოიჯაშვილი, მარიამ აკობია, მამუკა ონაშვილი, მიხეილ ზაქარიაშვილი, ტატო გოდერძიშვილი, გია ასათიანი და ანსამბლი ,,იმერეთი’’ მიიღებენ. ქართველი კომპოზიტორის ნოდარ ნიკოლაიშვილის სიმღერებს ქართველი და რუსი საესტრადო მომღერლები ასრულებენ.
ქუთაისში ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება
29 მარტი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 21
ნოდარ ნიკოლეიშვილის შემოქმედებითი საღამო 31 მარტს მოეწყობა.
თეგები: კონკურსი / ანონსი • კონცერტი • ოპერა • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები