თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში, დოღონაძეების ოჯახში სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი ყაჩაღურად შეიჭრა. დამნაშავეებმა ოჯახის დიასახლისი დააბეს, მის 18 წლის შვილი კი ხელკეტებით სცემეს.
ყაჩაღობის შედეგად ოჯახიდან, სავარაუდოდ, მხოლოდ 1 ბეჭედია წაღებული. როგორც დაზარალებულები ყვებიან, დამნაშავეებმა მანქანის ხმა გაიგონეს, შეშინდნენ და გაიქცნენ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა.
წყარო: რუსთავი 2