შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

24 წლის არგენტინელმა 82 წლის ბებიაზე იქორწინა

19 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 27

24 წლის არგენტინელმა 82 წლის ბებიაზე იქორწინა

ახლად დაქორწინებულები თაფლობის თვეს რიო-დე-ჟანეიროში გაატარებენ.

ახალგაზრდა არგენტინელმა რეინალდ ვეივეკმა ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა 82 წლის ადელფა ვოპლესზე: ‘ასაკოვანი მანდილოსნები ყოველთვის მომწონდა’, – განაცხადა ბედნიერმა სიძემ საქროწინო ცერემონიის შემდეგ, რომელიც ფეშენებელურ კურორტ სანტა-ფეზე გაიმართა. ცოლთან ერთად თაფლობის თვის გატარებას არგენტინელი რიო-დე-ჟანეიროში აპირებს. აღსანიშნავია, რომ ვეივეკი ცოლის ‘ცხოვრებისეული ენერგიით’ აღფრთოვანებულია. არგენტინელი საზოგადოების მხრიდან გამოჩენილ ინტერესს შემდეგ კომენტარს უკეთებს: ‘სიმართლე გითხრათ, სულაც არ მაინტერესებს სხვები ჩვენზე რას ფიქრობენ’.
რამდენიმე წლის განმავლობაში წყვილი სამოქალაქო ქორწილით იყო შეუღლებული, საბოლოოდ კი ურთიერთობის ეკლესიურად განმტკიცებაც გადაწყვიტეს. მათი სიყვარული მაშინ გაიფურჩქნა, როდესაც დედის სიკვდილის შემდეგ 15 წლის ვეივეკი საცხოვრებლად ადელფა ვოპლესთან გადავიდა. იმ დროს ვერც ერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ მათი ურთიერთობა ქორწილით დასრულდებოდა.

თეგები: დელფა ვოპლესირეინალდ ვეივეკისაინტერესო ამბებიქორწილი