ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება

3 აპრილი, 2017 • ნიუპრესი • 1

პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება

“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ხელმოწერების შეგროვება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. მანიფესტი 2 აპრილს გამოქვეყნდა.

პეტიციის ავტორის მტკიცებით, პარლამენტის ფუნქციონირება ქუთაისში ხელს შეუწყობს ქუთაისის სტატუსის ამაღლებას, ასევე თბილისის განტვირთვას. აქვე მოყვანილია კონტრარგუმენტებიც, მაგ: მანანა კობახიძის ფრაზა: “ქუთაისში წყალი არ მოდის წესივრად”; ასევე ეკა ბესელიას – “დეპუტატები ხალხთან ახლოს უნდა იყვნენ და არა ქუთაისში”.

წულაიას განცხადებით, ამ საკითხს პრეზიდენტთან შეხვედრაზე დააყენებს. მისი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ქუთაისში 6 აპრილს შეხვდება.

შეგახსენებთ, 7 აპრილს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაა დაგეგმილი.

თეგები: პარლამენტი