ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ფილმის პრემიერა ოპერის თეატრში

20 იანვარი, 2015 • ასმათ ყურაშვილი, ბექა გერაძე • 19

ფილმის პრემიერა ოპერის თეატრში

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ემიგრანტებისადმი მიძღვნილი ფილმის პრემიერა გაიმართა.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ემიგრანტებისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყო, სადაც რეჟისორ ზაზა ნანობაშვილის მიერ ქართველ ემიგრანტებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ”დაბრუნდებიან” პრემიერა გაიმართა. ფილმში მსოფლიოს 20 ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ცხოვრების შესახებ არის მოთხრობილი. რეჟისორი ფილმისთვის მასალებს 2008 წლიდან აგროვებდა. იგი უკვე მსოფლიოს 6 ქვეყანაში იქნა ნაჩვენები. ფილმის მეორე ნაწილს მაყურებელი წლის ბოლოს იხილავს.

თეგები: ემიგრანტებივიდეო სიუჟეტიოპერაქუთაისი