ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ 2015 დაიწყო

20 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 36

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ 2015 დაიწყო

კონკურსზე წიგნების წარდგენა მწერლებს, მთარგმნელებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ.

თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსის „საბა“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა მწერლებს, მთარგმნელებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ. ამისათვის მათ ელექტრონული განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე saba.com.ge უნდა შეავსონ.

განაცხადების მიღება 5 თებერვლამდე გაგრძელდება. „საბას“ ჟიური მუშაობას 15 თებერვლიდან შეუდგება. წლევანდელი ჟიურის შემადგენლობა, ტრადიციულად, კონფიდენციალური დაჯილდოების ცერემონიამდე იქნება, სადაც საზოგადოება, გამარჯვებული ავტორების ვინაობასთან ერთად, ჟიურის წევრთა ვინაობასაც შეიტყობს.

წელს პრემია „საბას“ დაჯილდოება უკვე მეცამეტედ გაიმართება და მასზე გასული წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები 10 ნომინაციის მიხედვით დასახელდება, მათ შორის, საუკეთესო რომანი, საუკეთესო პოეტური კრებული, საუკეთესო პროზაული კრებული და საუკეთესო პიესა.

საკონკურსო წიგნების სია ელექტრონული წიგნების სახლში “საბა” გამოქვეყნდება, სადაც კონკურსის მსვლელობის პარალელურად საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები განთავსდება და საზოგადოებას საკონკურსო წიგნების შეძენისა და გაცნობის საშუალება ექნება.

საპრემიო ფონდი, რომელსაც თიბისი ბანკი გამარჯვებულ ავტორებს გადასცემს, 44 ათასი ლარია.

პრემია „საბა“ 2003 წელს თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა დააფუძნა. პროექტის მუდმივი პარტნიორი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2ა“. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.

თეგები: თიბისი ბანკიკონკურსიკონკურსი / ანონსისაბა