ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პრეზიდენტი 6 აპრილს ქუთაისში შეხვედრას გამართავს

4 აპრილი, 2017 • ნიუპრესი • 45

პრეზიდენტი 6 აპრილს ქუთაისში შეხვედრას გამართავს

კამპანიის “კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში პრეზიდენტი საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის “კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში შეხვედრას ქუთაისში გამართავს.

შეხვედრა 6 აპრილს 14.00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება.

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

თეგები: პრეზიდენტიქუთაისი