სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა” – გიორგი მარგველაშვილი

7 აპრილი, 2017 • ნიუპრესი • 1

“ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა” – გიორგი მარგველაშვილი

ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა – განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას.

„მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს – ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა; გვჭირდება საარჩევნო რეფორმა და მე ამ საკითხში მხარს ვუჭერ თქვენს კონსოლიდირებულ ძალისხმევას. მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ჩვენს საზოგადოებას ახალი არჩევანი ძლიერმა პოლიტიკურმა აქტორებმა შესთავაზონ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეების ჩამოყალიბება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მან პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისაკენ მოუწოდა.

“მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს შესთავაზეთ ძლიერი, სანდო არჩევანი,” – განაცხადა მან.

თეგები: პრეზიდენტი