შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სააღდგომო ნობათს 2 785 ბენეფიციარი მიიღებს

8 აპრილი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 21

სააღდგომო ნობათს 2 785  ბენეფიციარი მიიღებს

მერიის მიერ გამოცხადებულ 77 030.8 ლარიან ტენდერში კვლავაც შპს “ტენდერ 123″–მა გაიმარჯვა.

“სოციალური ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები სასურსათო ნობათს კვლავ მიიღებენ.

მერიის მიერ გამოცხადებულ 77 030.8 ლარიან ტენდერში კვლავაც შპს “ტენდერ 123″–მა გაიმარჯვა.

ის ვალდებულია ,,სოციალური ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისათვის სასურსათო ნობათების შესყიდვა და მიწოდება საკუთარი ხარჯებით მოახდინოს 10 აპრილიდან, ასევე უზრუნველყოს აღნიშნული სურსათის დაპაკეტება.

ქუთაისის მერიის სააღდგომო ნობათს 2 785 ბენეფიციარი მიიღებს.

პროდუქტის მისაღებად ბენეფიციარებს აღმაშენებლის გამზირზე, ფოლკლორის სასახლის მიმდებარე მოუწევთ მისვლა.

თეგები: ბენეფიციარიმერია