ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე.
BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ელექტრონის ბოძს შეეჯახა. არიან დაშავებულები. ორი ახალგაზრდა, რომელიც ავტომანქანაში ისხდნენ, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟები.
შსს ადასტურებს ფაქტს. საქმე სსკ-ს 276-ე მუხლით აღიძრა.