სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვისია ქალაქი? – გამოფენა ქუთაისში [PHOTO]

10 აპრილი, 2017 • ირინა მაკარიძე • 1

ვისია ქალაქი? – გამოფენა ქუთაისში [PHOTO]

ვისია ქალაქი?- ამ სახელწოდების გამოფენა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ფოიეში გაიმართა. თემა განსჯისათვის საზოგადოებას არტისტულმა ჯგუფმა “ირიბი მოქმედების კიბერთეატრი” შესთავაზა.

“კითხვა – “ვისია ქალაქი?” იმთავითვე გულისხმობს კითხვას – “ვისი უნდა იყოს ქალაქი?” ეს ფოტოგამოფენა ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობაა. ჩვენს ქალაქში და ზოგადად, ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს მცირე ჯგუფი, საჭიროა, რომ მოქალაქეებმა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა”- განაცხადა გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ცოტნე ცხვედიანმა.

მისი თქმით, გამოფენის მიზანი დისკუსიის დაწყებაა.

გამოფენაში მონაწილეობენ გიგა შუბითიძე, გიორგი კილაძე, გელა ღაჭავა და ირაკლი ბიგვავა.

თეგები: გამოფენავისია ქალაქი?