შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ორმაისობის“ დღეებში კრივის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართება

18 აპრილი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 22

„ორმაისობის“ დღეებში კრივის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართება

ტურნირის მოსაწყობად ქუთაისის მერია 10 ათას ლარიან ტენდერს აცხადებს.

ქუთაისში „ორმაისობის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით კრივში საერთაშორისო ჩემპიონატი მოეწყობა. ტურნირი მსოფლიო ჩემპიონის აკაკი კაკაურიძის ხსოვნის საპატივცემულოდ გაიმართება.

საერთაშორისო ტურნირი 2 მაისს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება.

ტურნირში სულ 55 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერია 10 ათას ლარიან ტენდერს აცხადებს. მიმწოდებელმა უნდა უზრულველყოს ღონისძიების ორგანიზება.

თეგები: კონკურსი / ანონსიკრივიორმაისობასპორტი