ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში გარევაჭრობის დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს

24 აპრილი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში გარევაჭრობის დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს

ქუთაისში გარევაჭრობის დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს. მოვაჭრეების დახლების აღება ღამის საათებში ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. კეჩის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

გარევაჭრობის აღკვეთას პერიოდულად ითხოვდნენ სავაჭრო ცენტრში დასაქმებული მოვაჭრეები, მათ რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გამართეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გარევაჭრობით დაკავებული ადამიანების უმეტესობისათვის ეს საქმიანობა შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.

გარემოვაჭრეთა დახლების დემონტაჟი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკვე განხორციელდა.

ფოტოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თორნიკე ხურციძე ავრცელებს.

თეგები: გარევაჭრობა