ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

,,იმერეთის ხმის“ გამარჯვებული ხონის წარმომადგენელი გახდა

25 აპრილი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

,,იმერეთის ხმის“ გამარჯვებული ხონის წარმომადგენელი გახდა

მუსიკალური პროექტის ,,იმერეთის ხმა“ გამარჯვებული ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ნინი შონია გახდა.

გამარჯვებული იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დააჯილდოვა. მას საჩუქრად დიპლომი და ნოუთბუქი გადაეცა. ასევე, დაჯილდოვდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებიც. ღონისძიება ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართა.

მუსიკალური პროექტი ,,იმერეთის ხმა“ იმერეთის გუბერნიის ორგანიზებით მესამე წელია მიმდინარეობს.

კონკურსში იმერეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდა შემსრულებლები მონაწილეობენ.

პროექტის მიზანი ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენაა.

თეგები: კონკურსიკულტურაწარმატება