ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მესხიშვილის თეატრში საქველმოქმედო წარმოდგენა გაიმართება

25 აპრილი, 2017 • ნიუპრესი • 1

მესხიშვილის  თეატრში საქველმოქმედო წარმოდგენა გაიმართება

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში – 1 მაისს საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.

შემოსული თანხა მსახიობის, ვალერი ფესტვენიძის მკურნალობას მოხმარდება.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, მსახიობის პაატა ნემსიწვერიძის განცხადებით, წარმოდგენილი იქნება თეატრალური სანახაობა.

“ეს იქნება თეატრალური წარმოდგენა, სადაც იქნება წარმოდგენილი სამი პოეტის მათე მარადელის, ზვიად მეფარეს და გიორგი შალამბერიძის პოეზია, ასევე მუსიკალური ნომრები,”-აღნიშნა ნემსიწვერიძემ.

ვალერი ფესტვენიძეს 2 თვის წინ დაუდგინდა მძიმე სეფსისი, ორმხრივი პნევმონია, სეფსისური ენდოკარდიტი. მისი მკურნალობა სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.

ოპერაციისთვის საჭირო თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ანგარიშზე: საქართველოს ბანკი: პირადი N 0 1 0 0 7 0 1 0 4 6 9 ; მიმღები ნინო ლექვინაძე.

თეგები: თეატრიკონკურსი / ანონსისაქველმოქმედო