ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “ბიბლიურმა თავისუფლებამ” 5 მღვდელმსახური აკურთხა

26 აპრილი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში  “ბიბლიურმა თავისუფლებამ”  5 მღვდელმსახური აკურთხა

ქუთაისში „გირჩის” მიერ დაფუძნებულმა “ბიბლიურმა თავისუფლებამ“ 5 მღვდელმსახური აკურთხა. როგორც „გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებს, „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ ქუთაისში პოპულარობა მალევე მოიპოვა.

„ქუთაისში 5 ადამიანს მივეცით სერთიფიკატი და მოვუგვარეთ სამხედრო სამსახურის სავალდებულო გაწვევის პრობლემა. მოთხოვნა და ინტერესი დიდია. ველოდებით თბილისიდან სერთიფიკატებს, რომ სხვა მსურველებიც დავარეგისტრიროთ”,-განაცხადა ცამციშვილმა.

მისი თქმით, ორგანიზაცია მსურველებს აკურთებს და აძლევს სერთიფიკატებს:

“ვაძლევთ მღვდელის სტატუსს და კანონმდებლობით ამ სტატუსის მქონე ადამიანებს სახელმწიფო ვეღარ თხოვს სამხედრო სავალდებულო სამსახურს“.

შეგახსენებთ, რომ პარტიის წევრებმა იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, რომლებსაც ჯარში წასვლა არ უნდათ, ასეთი გამოსავალი იპოვეს – რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური, ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

თეგები: გირჩიმოწმობა