|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

15 თეთრად პირბადე, ეს უკვე რეალობაა - გიორგი ფხაკაძე

15 თეთრად პირბადე - ეს უკვე რეალობაა, ჩვენ ეს შევძელით! - აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე.

მისი თქმით,  პირბადის ფასის შემცირების შედეგად აღარ მოხდება ერთჯერადი პირბადეების მრავალჯერ გამოყენება, რაც კორონავირუსის გავრცელებას შეამცირებს.

„ძალიან დიდი მადლობა PSP -ს, „ავერსს“ და „იმპექსს“, განსაკუთრებული მადლობა  „იმპექსი ფარმას“, რომელმაც შეძლო, პირბადე 15 თეთრად შესთავაზოს მომხმარებელს. მე ვასრულებ პირობას და მათ ვუკეთებ უფასო რეკლამას.  ეს ძალიან დიდი შევაღათია ბევრი ოჯახისათვის. იმედია, რომ ერთჯერადი პირბადე აღარ გაირეცხება და აღარ მოხდება ამ პირბადეების ორი კვირის განმავლობაში გამოყენება. ეს არის საუკეთესო საახალწლო საჩუქარი, რაც კი შეიძლება მიგვეღო. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებმაც იაქტიურეს და მიწერეს კომპანიებს. ასე ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ გავწყვიტოთ ვირუსის ჯაჭვი“,- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.   

 შეგახსენებთ, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებშიგიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში კამპანია „პირბადე 15 თეთრად“ -  10 დღის წინ წამოიწყო.  პირველად სამედიცინო პირბადის ფასი სააფთიაქო კომპანიამ  "PSP"-მ  20 თეთრამდე  დაწია, მას მოყვა „ავერსი“ 18 თეთრით, „იმპექსი ფარმა“ კი პირბადეს მომხმარებელს 15 თეთრად სთავაზობს. ამ დრომდე პირბადის ფასი აფთიაქებში 40-დან 50 თეთრამდე მერყეობდა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი