ქუთაისში “ორმაისობის” ტრადიციული ღონისძიებები მუხნარის ტყეშიც აღინიშნა. იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სტუმრებს თავიანთი კუთხის ტრადიციები და სამზარეულო გააცნეს. ადგილზე მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებაზე სადღესასწაულო ტორტიც გაიჭრა.