ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ორმაისობა” გალა-კონცერტით დასრულდა [VIDEO]

3 მაისი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

“ორმაისობა”  გალა-კონცერტით დასრულდა [VIDEO]

ქუთაისში “ორმაისობის” დღესასწაული გალა-კონცერტით დასრულდა. კონცერტზე ქუთაისიელი მსმენელის წინაშე DJ ZAPA, ჯგუფები “ურსა” და “რეზო და ბავშვები” წარსდგნენ. კონცერტი სამ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. მოწვეულმა მუსიკოს-შემსრულებლებმა ადგილობრივებს ქალაქის დღესასწაული მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ქუთაისს ყველაზე ენერგიული მსმენელი ყავს.

ქუთაისის მერიის კულტურის საქმეთა სამსახურის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ელეონორა გოგოლაშვილის განცხადებით, მუსიკოს-შემსრულებლები ახალგაზრდების გემოვნების მიხედვით შეირჩა.

“იმედი მაქვს, მოეწონათ ახალგაზრდებს დღევანდელი კონცერტი, ჩვენ შევეცადეთ მათთვის მისაღები ღონისძიება მოგვეწყო. მიუხედავად ამინდის გაუარესებისა, დღევანდელი საღამო შედგა”,-განაცხადა ელეონორა გოგოლაშვილმა.

თეგები: კონცერტი