ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნინო ლომჯარია და კახა კოჟორიძე ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხმაურებიან

29 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 25

ნინო ლომჯარია და კახა კოჟორიძე  ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხმაურებიან

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი ორგანიზაცია ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და კახა კოჟორიძის საქმიანობას შეისწავლის.

„ არასერიოზულია, რომ ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი დაინტერესებულია სამი სამოქალაქო აქტივისტის პერსონის შესწავლით და ამაზე არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევას აკეთებს. მე ვფიქრობ, უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმეებით უნდა იყვნენ დაკავებული, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ, რითაც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნებული საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების – ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი რეალურად წარმოადგენს ხელისუფლებას, მის ინტერესებს და აღშფოთებულია არასამთავრობო სექტორის აქტიურობით. “ზოგადად, კრიტიკა აღიზიანებს ყველა ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ მგონია, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო სექტორს წარმოადგენს. რეალურად, ის არის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლებას და ბატონი ბიძინაც იმიტომ არის აღშფოთებული ჩვენი

თეგები: ბიძინა ივანიშვილიკახა კოჟორიძენინო ლომჯარიაპოლიტიკა