ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს ფოტოკონკურსში გამარჯვებული 3 000 ლარს მიიღებს

10 მაისი, 2017 • ნიუპრესი • 1

შსს ფოტოკონკურსში გამარჯვებული 3 000 ლარს მიიღებს

„დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“-ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტოკონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კონკურსი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში იმართება.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა საკონკურსო ფოტოები მიმდინარე წლის 8 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ.

საკონკურსო ფოტო უნდა ასახავდეს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევებს, საგზაო მოძრაობის წესებს რეალობაში და მოძრაობის უსაფრთხოებას. შესაძლებელია დადგმული/საგანმანათლებლო კადრები. ფოტო აუცილებლად საქართველოში უნდა იყოს გადაღებული, ციფრული აპარატით, ზომებით – 3024X2016. საკონკურსო ფოტო უნდა გადმოიგზავნოს ციფრული ფორმატით. შსს-ს უფლებამოსილება ექნება, გამარჯვებული ფოტოები გამოიყენოს საიმიჯო-საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიებისა და პროექტებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად იქნება განსაზღვრული. კონკურსანტებს შეუძლიათ გამოაგზავნონ როგორც ცალკეული ფოტოები, ასევე, სერიები, არაუმეტეს 8 ფოტოსი.

საუკეთესო ფოტონამუშევრებს სპეციალური ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება კონფიდენციალური შერჩევის პრინციპით. საკონკურსო ნამუშევრებს მიენიჭება შტრიხ-კოდი. შესაბამისად, ფოტოს ავტორის ვინაობა ჟიურის წევრებისთვის ცნობილი არ იქნება. კონკურსის განმავლობაში ჟიურის წევრების ვინაობა კონფიდენციალური იქნება.

ჟიური სამ გამარჯვებულ ავტორს გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო: I ადგილი – 3000 ლარი; II ადგილი – 2000 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა კონკურსის მოთხოვნების შესაბამისი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Lrobaqidze@mia.gov.ge

თეგები: კონკურსიკონკურსი / ანონსილარი