ქუთაისში სასტუმრო ”ჰუალინგი” იხსნება. სამვარსკვლავიანი სასტუმრო 17 მაისს გაიხსნება, მასში მონაწილეობას სავარაუდოდ, მთავრობის წევრები მიიღებენ. სასტუმრო ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მდებარეობს.
კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, სასტუმროს აქვს 38 ნომერი, 3 ლუქსის ტიპის, 4 სამადგილიანი, 1 ხუთადგილიანი და 30 სტანდარტული ტიპის ნომრები. ასევე 9 საკონფერენციო დარბაზი 20 ადამიანისთვის, 2 დიდი საკონფერენციო 100 ადამიანისთვის, რესტორანი და კაფე-ტერასა.
ბრენდული სამვარსკვლავიანი სასტუმრო ქუთაისში გასულ თვეშიც გაიხსნა, სადაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.