შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

20 მაისი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 28

ქუთაისში აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

ინფორმაციას “სოკარ ჯორჯიია გაზი” ავრცელებს.

ქუთაისში რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას “სოკარ ჯორჯიია გაზი” ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

გაზმომარაგება 22 მაისის 09:00 საათიდან 22 მაისის 18:00 საათამდე ყაზბეგის, ყაზბეგის ქუჩის 1,3,5-ე შესახვევს, ჭანტურიას, ჩანჩიბაძის, ბაგრატის, დავით და კონსტანტინეს 1 შესახვევს, ცაცხვების და ქეთევან წამებულის ქუჩის მაცხოვრებლებს შეუწყდება.

ასევე 23 მაისის 10:00 საათიდან 23 მაისის 16:00 საათამდე ლომონოსოვის, ლომონოსოვის ქუჩის 1 და 3 ჩიხს, როძევიჩის ქუჩას, შანიძის აღმართს და თამარ მეფის ქუჩის # 66, 68, 68 ა-ს ქუჩის მაცხოვრებლებს გაზი არ მიეწოდება.

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

თეგები: გაზი