ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

26 მაისი -დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წელი გავიდა

26 მაისი, 2017 • ირინა მაკარიძე • 1

26 მაისი -დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წელი გავიდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წელი გავიდა. 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის – 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე გამოცხადდა.

ამას წინ უძღვოდა დამოუკიდებლობის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი, რომელიც 31 მარტს გაიმართა, რეფერენდუმის კითხვა იყო : “თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?”

რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით ჩატარდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა დაკავშირებულია ეროვნული ლიდერების ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელებთან.

სიმბოლურია, რომ 26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, 31 მარტი კი ზვიად გამსახურდიასი. 9 აპრილი დამოუკიდებლობის დღის გამოცხადებისათვის ზვიად გამსახურდიამ შეარჩია, რითაც ცრემლიანი თარიღის ახალი შინაარსით დატვირთვა სურდა.

წელს, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად რუსთაველის 850 წლის იუბილეც აღინიშნება. “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” – ასეთია წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის დევიზი.

თეგები: 26 მაისიდამოუკიდებლობის დღე