ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

3 ივნისი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-8 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 7 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

4-5 ივნისს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. 5 ივნისს დროგამოშვებით ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრს მიაღწევს.

4-5 ივნისს, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-28 გრადუსია მოსალოდნელი.

5-6 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-31 გრადუსი იქნება.

6-8 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-32 გრადუსს მიაღწევს.

7 ივნისის შემდეგ არამდგრადი ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა დაიწევს.

თეგები: ამინდი