სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 94,37 %-ით გაიზარდა

6 ივნისი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 94,37 %-ით გაიზარდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 94,37%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 5 თვეში აეროპორტი 54 432 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 143 546 მგზავრი შეადგინა, – ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს, რომელმაც მიმდინარე წლის 5 თვის შედეგები შეაჯამა.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 1 224 010 მგზავრი, რაც 46,96%-ით (391 124 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (832 886 მგზავრი).

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,64%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ 2016 წელს – 47 136 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს – 53 567 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

თეგები: აეროპორტიავიარეისები