ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტში ახალი რეისები ემატება

7 ივნისი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის აეროპორტში ახალი რეისები ემატება

ქუთაისის აეროპორტში ახალი რეისი დაემატება. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ავიაკოპანია “სკატის” პირველი პირდაპირი რეისის აქტაუ – ქუთაისი – აქტაუს შეასრულებს.

აღნიშნულის შესახებ ავიაკოპანიის წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას 8 ივნისს სასტუმრო “პლაზაში” გაავრცელებენ.

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 94,37%-ით გაიზარდა.

რამდენიმე დღეში ქუთაისიდან პირდაპირი ფრენა ლონდონის მიმართულებით დაემატება, რომელსაც ავიაკომპანია “ვიზეარი” განახორციელებს.

ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა – ბუდაპეშტის, მოსკოვის, კატოვიცეს, სალონიკის, ლარნაკას, დორტმუნდის, ბერლინის, მემინგემის, მილანის, ვილნიუსის, კიევის, ხარკოვისა და ვარშავას მიმართულებით ხორციელდება.

ამ თემაზე: ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 94,37 %-ით გაიზარდა

ქუთაისის აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

5 ყველაზე პოპულარული მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან

თეგები: აეროპორტი