შვეიცარიელი მეცნიერების მიერ აღმოჩენილია კიდევ ერთი განსხვავება ქალისა და მამაკაცის თავის ტვინს შორის, ამჯერად, ემოციურ დონეზე. ქალები და მამაკაცები ემოციას აბსოლუტურად სხვადასხვანაირად აღიქვამენ.
შვეიცარელი მეცნიერების ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 3500-მა ადამიანმა. ყველა მათგანს მკლევარები სხვადასხვა სიუჟეტის სურათებს აჩვენებდნენ. ასე დადგინდა, რომ ქალები უფრო აქტიურად რეაგირებენ ნეგატიური ემოციით დამუხტულ სურათებზე.
როგორც თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ აჩვენა, ნეგატიურ ემოციებზე ქალების უფრო მკვეთრად გამოხატული რეაქცია განპირობებულია ცენტრალური ნერვული სისტემის მოტორული განყოფილების აქტიური მუშაობით.
მეცნიერებმა აღნიშნეს ქალის თავის ტვინის კიდევ ერთი თავისებურება: ისინი მამაკაცებზე 3-ჯერ უფრო კარგად და მყარად იმახსოვრებენ რაიმე სახით გადაცემულ ინფორმაციას.
ქალები ინფორმაციას მამაკაცებზე 3-ჯერ კარგად და მყარად იმახსოვრებენ
8 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 21
შვეიცარიელი მეცნიერების მიერ აღმოჩენილია კიდევ ერთი განსხვავება ქალისა და მამაკაცის თავის ტვინს შორის.
თეგები: მეცნიერების ექსპერიმენტი • საზოგადოება • ქალი • ქალი და მამაკაცი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები