ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაღდათს რამდენიმე დღით გაზმომარაგება შეუწყდება

12 ივნისი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ბაღდათს  რამდენიმე დღით გაზმომარაგება შეუწყდება

„სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით, 12 ივნისის 9:00 საათიდან 16 ივნისის 18:00 საათამდე ბაღდათის მუნიციპალიტეტს, გარდა სოფელი ვარცხისა, გაზმომარაგება შეუწყდება.

მიზეზი გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. კომპანიის განცხადებით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ ეტაპობრივად.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე: 16 114

თეგები: აბონენტიაირიშეწყვეტა