ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის შესახებ ვიდეორგოლის გადასაღებად კონკურსი ცხადდება

12 ივნისი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის შესახებ ვიდეორგოლის გადასაღებად კონკურსი ცხადდება

საქართველოს 3 მთავარი ქალაქის – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი ასევე ქვეყნის კუთხეების ამსახველი ვიდეორგოლების კონკრსსტურისტული კომპანია “NGTravely” აცხადებს.

კონკურსი საქართველოს ყველა კუთხეს -აჭარის მხარე, გურიის მხარე, იმერეთის მხარე, კახეთის მხარე, მცხეთა- მთიანეთის მხარე, რაჭა-ლეჩხუმის მხარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, სამცხე-ჯავახეთის მხარე, ქვემო ქართლის მხარე, შიდა ქართლის მხარეს მოიცავს. მასში მონაწილეობა სტუდენტებს შეუძლიათ.

კონკურსი ყველა მხარისა და ქალაქისთვის ცალ-ცალკე ჩატარდება, შესაბამისად, გამარჯვებულებიც ინდივიდუალურად გამოვლინდებიან.

მეორე და მესამე ადგილზე გასულ კანდიდატებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო, ხოლო პირველი ადგილის მფლობელები სპეციალურ პრიზს მიიღებენ.

საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 30 ივნისის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: info@ngtravely.com.

თეგები: კონკურსიჯილდო