ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ოქროს მედალი 132 კურსდამთავრებულს გადაეცა

16 ივნისი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ოქროს მედალი 132 კურსდამთავრებულს გადაეცა

წელს ოქროს მედლები საჯარო და კერძო სკოლების 1861 კურსდამთავრებულს გადაეცემა, რომელთაც სკოლა 2015-2016 სასწავლო წელს დაასრულეს. მათ შორის 132 ქუთაისის წარმომადგენელია.

ქუთაისის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიალი პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა.

მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.

თეგები: ოქროს მედალი