ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ორი მორიგე საბავშვო ბაღი იმუშავებს

16 ივნისი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში  ორი მორიგე საბავშვო ბაღი იმუშავებს

ქუთაისში ზაფხულზე ორი მორიგე საბავშვო ბაღი იმუშავებს.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნანა ლორთქიფანიძის განცხადებით, 23 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით.

ქუთაისს მოემსახურება N8 ფილიალი (სულხან-საბას ქ # 63ა) და N14 ფილიალი, (ტყაბლაძის ქ. #3) ბაღები.
რეგისტრაცია იწარმოებს ამავე ფილიალების ადმინისტრაციაში 19 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით.

ჯამში, ბაღები 500 ბავშვს მოემსახურება.

მშობლებს ინფორმაციისთვის შეუძლიათ მიმართონ ააიპ ქ.ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ცხელი ხაზზე : 25 37 01

არსებული ინფორმაციით, მორიგე ბაღის ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რაც თანხების ნაკლებობას უკავშირდებოდა.

თეგები: ა(ა)იპიზაფხული