ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დონეცკის ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

9 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 23

დონეცკის ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

უკრაინული მედიის ცნობით, წუხელ დონეცკში ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაერში ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებების გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ადგილობრივების თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სახლებიც დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
უკრაინის ეროვნული გვარდიის პრესცენტრი იტყობინება, რომ აფეთქება ამბოხებულების იარაღის საწყობში მოხდა.
ipn.ge

თეგები: დონეცკიუკრაინაუცხოეთიქიმიური აფთქება