ქუთაისში ინკასაციის მანქანა გაიტაცეს. შემთხვევა დილით მოხდა. ნიღბიანი და შეიარაღებული პირები თავს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასაციის მანქანას დაესხნენ და ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის ნაპოვნია ავტომობილი და მიმდინარეობს ოპერატიულ- საგამოძიებო ღონისძიებები.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. სამინისტროს პრესსამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას ყაჩაღობის დროს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ.
გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.