ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს გაზის მიწოდება შეუწყდება

19 ივნისი, 2017 • ნიუპრესი • 9

იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს გაზის მიწოდება შეუწყდება

ინფორმაციას “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.

20 ივნისს იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება. ინფორმაციას “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.

ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება: ქ. ზესტაფონში, დაბა ხარაგაულში და იმერეთის რამოდენიმე სოფელში: ზედა საქარა, ქვედა საქარა, შოროპანი, მარტოს უბანი, ცხრაწყარო, კვალითი, თვინი, გაღმა ბოსლევი, ბეღლევის უბანი.

შეზღუდვის მიზეზი საგურამო-ქუთაისის DN-700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე გამოვლენილი დაზიანებაა.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული მილსადენის 158-ე კილომეტრზე მოხდება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის შპს ”საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”, დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

თეგები: გაზი