ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში კომპოზიტორისა და მომღერლის ზურაბ მანაგაძის საღამო გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მომღერლები, მათ შორის ბესიკ კალანდაძე, ზურა დოიჯაშვილი, ნუგზარ კვაშალი და სხვები, ასევე ანსამბლი “თამარიონი”.
შემოქმედებითი საღამო 1 ივლისს 19:00 საათზე დაიწყება და მისი სახელწოდებაა “ქუთაისო ჩემო, ჩემო დედულეთო”.
ღონისძიების მხარდამჭერია ქუთაისის მერია.
ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში.