ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვლადიმერ პუტინს ეგვიპტეში საზეიმოდ დახვდნენ

10 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 19

ვლადიმერ პუტინს ეგვიპტეში საზეიმოდ დახვდნენ

პრეზიდენტის დასახვედრად კაიროში მისი ფოტოსურათები გამოფინეს.

ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში იმყოფება, სადაც პატივისცემის ნიშნად ქალაქში გამოფენილი მისი ფოტოებით დახვდნენ.

რუსეთის პირველი პირი ეგვიპტელ კოლეგას აბდელ ფატა ალ სისის შეხვდა. მხარეების მოლაპარაკებების მთავარი თემა ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების საკითხის განხილვა იყო.

პოლიტიკური მოლაპარაკებები დღეს გაიმართა. ვიზიტის განმავლობაში ვლადიმერ პუტინი გეგმავს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქთან, თეოდორე მეორესთან შეხვედრას. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთის პრეზდენტის პირველი ვიზიტია ეგვიპტეში.

თეგები: ეგვიპტეპუტინი ეგვიპტეშიუცხოეთიქაირო