სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში რამდენიმე დღით აბონენტებს გაზმომარაგება შუწყდება

2 ივლისი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

იმერეთში რამდენიმე დღით აბონენტებს გაზმომარაგება შუწყდება

გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 3, 4 და 5 ივლისს გაზმომარაგება თერჯოლისა და წყალტუბოს აბონენტებს შეეზუდება, ინფორმაციას კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.

3 ივლისის 10:00 საათიდან 4 ივლისის 18:00 საათამდე წყალტუბოში გაზმომარაგება შემდეგ ქუჩებს შეუწყდება: ნინოშვილის, ბარათაშვილის, ჯავახიშვილის, გურიელის და ჭონქაძის.

თერჯოლაში 3 ივლისის 12:00 საათიდან 5 ივლისის 19:00 საათამდე გაზმომარაგება სოფელ ტელფას შეუწყდება. ასევე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ ალისუბანს გაზმომარაგება 4 ივლისს 10:00 საათიდან 5 ივლისის 18:00 საათამდე შეუწყდება.

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ ეტაპობრივად.

კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

თეგები: გაზიქუჩებიშეფერხებს