ყაჩაღობის მცდელობა სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიში. გერგეშანიების ოჯახში გამთენიისას ნიღბიანი შეიჭრა, რომელიც მათი მეზობელი ქალბატონი აღმოჩნდა.
მან ოჯახის ერთ-ერთ წევრს დანით ჭრილობაც მიაყენა, თუმცა მან ვერ შეძლო სახლიდან ვერაფრის წაღება და გაიქცა.
სამი შვილის დედა უკვე დაკავებულია. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
“რუსთავი 2”