ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში „მაკდონალდსი“ რამდენიმე დღეში გაიხსნება

6 ივლისი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში „მაკდონალდსი“ რამდენიმე დღეში გაიხსნება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „მაკდონალდსი“ , სავარაუდოდ, 15 ივლისს გაიხსნება.

„ნიუპრესის“ ინფორმაციით, გახსნასთან დაკავშირებით გალა-კონცერტი ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. “ნიუპრესის” ინფორმაციით კონცერტს ნიაზ დიასამიძე გამართავს. როგორც „მაკდონალდსის“ მთავარმა ინჟინერმა ლევან არობენიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ღინისძიების დეტალები 2-3 დღეში გახდება ცნობილი.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, 2-3 დღეში ყველა დეტალი ცნობილი გახდება. 15 ივლისამდე, სავარაუდოდ, გავხსნით ობიექტს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინვენტარიზაცია, ასევე იხატება მაკ დრაივის კედლები“,-განაცხადა არობენიძემ.

სამუშაოებს კომპანია “ალპი გრუპი” ასრულებს. “მაკდონალდსის” მშენებლობა “თ და კ რესტორნების” მიერ იანვარში დაიწყო. ადგილი ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა, რასაც ქალაქში არაერთი აქცია მოყვა.

თეგები: „მაკდონალდსი“