შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაორმაგდა

10 ივლისი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 27

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაორმაგდა

2017 წლის ივნისის მონაცემებით, მგზავრთა ნაკადის რაოდენობამ 41 812 შეადგინა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის ივნისის მონაცემებით, მგზავრთა ნაკადის რაოდენობამ 41 812 შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 94% – ით მეტია.

WizzAi-ის ინფორმაციით, 2017 წლის ივნისის მონაცემები 166 რეისი შესრულდა, რაც ნიშნავს იმას,რომ წინა წელთან შედარებით რეისების რაოდენობა 66% -ით არის გაზრდილი.

ბოლო ხუთი თვის მონაცემების თანახმად, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 1 224 010 მგზავრი, რაც 46,96%-ით (391 124 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (832 886 მგზავრი).

თეგები: აეროპორტიმგზავრთა ნაკადიქუთაისი