ქუთაისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გაძარცვეს.
ადგილობრივების თქმით, მაღაზიიდან ტანისამოსი და თანხაა წაღებული.
ამ ეტაპზე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შემთხვევა დღეს დილის საათებში მოხდა.
საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს.