“მაკდონალდსის”გახსნის გამო ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
მერიაში აცხადებენ, რომ მოძრაობა 17:00 საათიდან 22:00 საათამდე შეიზღუდება, თუმცა განმარტავენ, რომ ტრანსპორტის მოძრაობა არ შეწყდება და მხოლოდ ნაწილობრივი შეზღუდვა იქნება.
ხვალ “მაკდოლნალდსის” რესტორანი 15:00 საათზე გაიხსნება, რის შემდეგაც კონცერტს ნიაზ დიასამიძე გამართავს.
“მაკდონალდსის” რესტორანში სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
რესტორნის გახსნა საღამოს ფოიევერკით დასრულდება.