ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მესხიშვილის თეატრში ავთანდილ სახამბერიძის 65 წლის იუბილე აღინიშნა

16 ივლისი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

მესხიშვილის თეატრში ავთანდილ სახამბერიძის 65 წლის იუბილე აღინიშნა

მესხიშვილის თეატრის მსახიობმა თეატრის სცენიდან მაყურებელს შემოქმედებითი ანგარიში ჩააბარა და ასე აღნიშნა 65 წლის იუბილე.

ავთანდილ სახამბერიძემ იუბილეს აღნიშვნის განსხვავებული ფორმა აირჩია და მის მიერ შესრულებული როლების შესახებ დიალოგის რეჟიმში უამბო მაყურებელეს. პარალელურად კითხულობდა ნაწყვეტებს თავის როლებიდან. კითხულობდა ლექსებს, მღეროდა და ცეკვავდა სხვადასხვა როლში გარდასახული.

ანგარიშს სპექტაკლების გარეშეც არ ჩაუვლია. ეკრანზე ნაჩვენები იყო ნაწყვეტები მის მიერ შესრულებული სპექტაკლებიდან.

ავთანდილ სახამბერიძე 1952 წელს ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი. მესხიშვილის თეატრში არაერთი სახასიათო როლი აქვს შესრულებული.

ავთანდილ სახამბერიძე ქუთაისის მერმა “ღვაწლმოსილი ქუთაისელის” საპატიო სიგელით დააჯილდოვა​.

თეგები: 65 წლის იუბილეავთანდილ სახამბერიძემესხიშვილის თეატრი