გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა-ელჭექით, ასევე დროგამოშვებით იქროლებს ქარი დასავლეთის მიმართულებით.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ხვალ და ზეგ არ მოიმატებს. ზემო იმერეთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 25-27 გრადუსი, სანაპირო რაიონებში 23-24 გრადუსი.