კოლხურის ბზის გადასარჩენად ეროვნული სატყეო სააგენტო ბზის კორომების ბიოლოგიური პრეპარატით შეწამვლას აგრძელებს. სააგენტოს მიერ კოლხური ბზის გადარჩენის გეგმის ფარგლებში კორომები იწამლება გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, გარდა ბიოლოგიური პრეპარატით შეწამვლისა, წელიწადში 3-ჯერ ბრძოლის სხვა ღონისძიებებსაც ახორციელებს, როგორიცაა ფერომონიანი ხაფანგები.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე კოლხური ბზა ალურას მიერ განადგურდა. მავნებლებს შეეწირა ქუთაისში არსებული მწვანე საფარი, რომლის მხოლოდ ნაწილი გადარჩა, რადგან სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო.
მოწამეთას ხეობაში უნიკალური კოლხური ბზა ნადგურდება